Tuesday, July 24, 2018

მეცხრე დღე


  ინტელის სასწავლო პროექტი მიმდინარეობდა ცხრა დღის განმავლობაში. გავეცანით ყველა  მოდულს. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში შევისწავლეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისათვის. გავეცანითკომპიუტერული ტექნოლოგიები როგორ დაგვეხმარება მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში,როგორ შეიძლება ტექნილოგიების გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა შესაფასებლად.
       პროექტებით სწავლების პერიოდში გავეცანით პორტფოლიოს კომპონენტებს, როგორ მოვამზადოთ და გამოვცეთ სტადია პროექტის შესაბამის თემაზე. პროექტის დაგეგმვისათვის შევიმუშავე შესაბამისი სტანდარტი, ჩამოვაყალიბე სასწავლო ამოცანები, მოვახდინე მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება,შევადგინე შეფასების ფორმა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისათვის, განვსაზღვრე დრო პროექტზე მუშაობისათვის. განვიხილეთ როგორ უნდა მოვახდინოთ მოსწავლეთა უკუკავშირი. შევისწავლეთ რომ სტანდარტის შედეგების მისაღწევად საჭიროა იდეების გაზიარება, საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა, გამოყენება, ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტების შექმნა, ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის,კომუნიკაციისა და თნამშრომლობისთვის, მოვახდინეთ სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებული და მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად. მოვახდინეთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის ნიმუშის დემონსტრირება. შევადგინეთ მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმები.
        განვიხილეთ მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე, ამ მოდულის შესწავლის დროს ყურადღება გავამახვილეთ დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიებზე. შევქმენით მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშეწყობის შეფასების ფორმები, დამატებითი დამხმარე მასალები. შევისწავლეთ როგორ შეიძლება შევცვალოთ პროექტის გეგმა სხვადსხვა დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით.
        განვიხილეთ კითხვის დასმის სტრატეგიები, მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად, როგორ შევქმნათ დამხმარე მასალები, მათი განხორციელების სტრატეგიები. ბოლოს შევისწავლეთ როგორ მოვამზადოთ პროექტი წარსადგენად.

Sunday, July 22, 2018

მერვე დღე


პროექტის მერვე დღეს გავაკეთეთ  ფასილიტაციის პრეზენტაცია. პროექტის გეგმები შევავსეთ ბოლომდე. დავასრუელეთ შეფასების სქემები და  ვეილით ბოლო დღეს და დასრულებულ პროექტებს

Tuesday, July 17, 2018

მეექვსე დღე

განვიხილეთ მოდული 5 .ასევე განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები და შეფასების რუბრიკები. მოვარგე ჩემს პროექტს და გავაკეთე შეფასების რუბრიკა. შევიტანე პროექტის გეგმაში. შევცვალე ბლოგის დიზაინი.

Sunday, July 15, 2018

მეხუთე დღე

გავეცანით სააავტორო უფლებების გამოყენების წესებს, ინტერნეტ რესურსების გამოყენებას, დოკუმენტების გაზიარებას. ვიმუშავეთ  მოსწავლის ნამუშევრების სავარაუდო ნაშრომზე.

Saturday, July 14, 2018

მეოთხე დღე

ეს დღე როგორც ყველა დანარჩენი იყო დატვირთული და საინტერესო. დავასრულეთ შეფასების რუბრიკა ბოლომდე, საავტორო უფლებების დაცვა და მისი ლინკის გახსნა.გავაკეთეთ პრეზენტაცია სლაიდებით. პროექტის გეგმაში შევიტანეთ მიმარტულების მიმცემი კითხვები. შეფასების დროის ჩარჩო და ეს ყველაფერი გადავიტანეთ ბლოგზე, პრეზენტაციის სახით. 

პროექტის პრეზენტაცია



Sunday, July 8, 2018

მესამე დღე


ეს დღე ძალიან დატვირთული იყო. პროექტის გეგმებში შევიტანეთ სტანდარტები და ინდიკატორები, ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე: ზოგადი კითხვა:   რას ნიშნავს ცოცხლობ?
                                        თემატური კითხვები: რა არის კვება?
                                                                                   რას შეიცავს საკვები?
                                        შინაარსობრივი კითხვები: გსმენიათ ვიტამინების შესახებ?
                                                                                           რას უნდა ნიშნავდეს ტერმინი                                                                                                             ავიტამინოზი?
                                                                                           რა იცით სურავანდის შესახებ?

მეცხრე დღე

    ინტელის სასწავლო პროექტი მიმდინარეობდა ცხრა დღის განმავლობაში. გავეცანით ყველა  მოდულს. ტრენინგის მიმდინარეობის პროცესში შევისწავლეთ ...